
საქართველო ევროკავშირს საარჩევნო დამკვირვებლების ადრეულ ეტაპზე გამოგზავნას თხოვს
საქართველომ მიმართა ევროკავშირს თხოვნით, რათა ადგილობრივი არჩევნების ადრეულ სტადიაზევე გამოაგზავნოს დამკვირვებლები საქართველოში, განაცხადა გიორგი ბარამიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
”მოგეხსენებათ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის არჩევნების წარმატებით და უმაღლესი ევროპული სტანდარტებით ჩატარებას. ამის თაობაზე ჩვენ უკვე გვესმის გარკვეული, წინასწარ, სპეკულაციები და გვინდა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, რათა არ მიეცეს არც ქვეყნის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეებს და მტრებს ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალება არჩევნების თემასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბარამიძემ 31 დეკემბერს.
”აქედან გამომდინარე ვიჭერთ თადარგს და მივმართავთ ევროკავშირს რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოაგზავნონ დამკვირვებლები ყველა საკითხთან დაკავშირებით,”- აღნიშნა მან.
ადგილობრივი არჩევნების თარიღი, რომელიც წინასწარი განცხადებებით მაისის ბოლოს იგეგმება, ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ არის.