
ახალი ამბები
თბილისის მერობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს
ტელეკომპანია ”იმედმა” სამშაბათს საღამოს, მთავარი საინფორმაციო გამოშვება იმ ცნობით დაიწყო, რომ თბილისის მერობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს.
”იმედის” ინფორმაცით, ნიკა ივანიშვილმა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს საგზაო პოლიციის უფროსი იყო, განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ივანიშვილის შესახებ ”იმედის” ხუთწუთიან სიუჟეტს მოყვა სამწუთიანი ინტერვიუ მასთან პირდაპირ ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იგი თბილისის საკრებულოში იყრიდა კენჭს მრეწველთა პარტიის სიით, ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა.
This post is also available in: English Русский