skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში ირანთან კონტაქტებზე საუბრობს

სეპარატისტული აფხაზეთის მეორე ვადით არჩეული ლიდერი სერგეი ბაღაფში ირანთან ”აქტიური” კონტაქტების შესახებ აცხადებს. 

”ჩვენ გვაქვს აქტიური კონტაქტები ირანის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ აფხაზეთში და ასევე იყო შეხვედრები მოსკოვშიც. ირანი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროცესებში აფხაზეთში,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 23 დეკემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამასთან, სეპარატისტმა ლიდერმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე საუბარი ”ჯერ ადრეა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button