
ახალი ამბები
გრიგალმა სოხუმში გემი ნაპირზე გამორიყა
14 დეკემბერს თურქული ტანკერი MAG-1 გრიგალმა სოხუმის პორტის ნაპირზე გამორიყა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, ტანკერი 100 ტონა საწვავით იყო დატვირთული.
თუმცა, ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ტანკერს რაიმე ტვირთი არ გადაჰქონდა და საწვავის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
”აფსნიპრესის” ცნობით, ეკიპაჟის შვიდივე წევრი უვნებლად გადარჩა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)