ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთი პრეზიდენტს ირჩევს

დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ტარდება.

რეგიონის ლიდერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში; სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა; ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ბესლან ბუთბა, რომელიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერია; აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და მეცნიერი ვიტალი ბგანბა.

არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს დააგროვებს.

სეპარატისტული რეგიონში, ”აფსნიპრესის” ცნობით, 127 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Back to top button