ახალი ამბები

ვაშაძე ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს

1-2 დეკემბერს, ათენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სიტყვით მიმართავს.

საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ მინისტერიალის მიმდინარეობისას ვაშაძე შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან ფინეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან,  მალტიდან, ხორვატიიდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, ალბანეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. ის ასევე შეხვდება გერმანიის სახელმწიფო მინისტრს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორს.

ამასთან, მინისტერიალის ფარგლებშივე შედგება სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის შემდეგაც გაიმართება სუამ-ვიშეგრადის ჯგუფის შეხვედრა, უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

 

მსგავსი/Related

Back to top button