ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმა რუსეთის სამი მოქალაქის გათავისუფლებას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) ხელმძღვანელის მოადგილე ჟილ ჟანვიე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთი დღით დაკავებული სამი რუსი მოქალაქის ”სწრაფ განთავისუფლებას”.

ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული სამი რუსი მოქალაქე, ევროპელი დამკვირვებლების მონიტორინგის ქვეშ  24 ნოემბერს რუსულ მხარეს გადასცა.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზის გამოყენების საშუალებით ყველა მხარის მიერ ამ საკითხის მოგვარების პრაქტიკულ გზას,”- აცხადებს ესმი, ”ჩვენ დიდად ვიმედოვნებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესი მომავალშიც იქნება ის ფორუმი, რომელიც გამოყენებული იქნება მსგავსი ქმედებების მოსაგვარებლად”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button