skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ

სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე 18 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. ბრიუსელში ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა ელჩების დონეზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ალიანსმა ”ცალსახად დადებითი შეფასება” მისცა ნატოსთან საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებას.
   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button