ახალი ამბები

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ კომისიას მისი შვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელ კომისიას მისი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია უხელმძღვანელებს, რომლის სადეპუტატო უფლებამოსილება კანონმდებლებმა მიმდინარე კვირას აღადგინეს.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, პარლამენტმა დღესვე კენჭი უყარა კომისიის წევრების არჩევას, რომლებიც სამი თვის განმავლობაში შეისწავლიან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებს.

კომისიის წევრები გახდნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან ლაშა თორდია; რატი სამყურაშვილი, თემურ წურწუმია, ბეჟან ხურციძე, ნაულ ჯანაშია; ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძე, რატი მაისურაძე; ნუგზარ ერგემლიძე ფრაქცია ძლიერი საქართველოდან; და დამოუკიდებელი დეპუტატები რომან მარსაგიშვილი და ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი, რომელსაც ამ კომისიის შექმნის ინიციატივა ეკუთვნოდა. 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ორი სავარაუდო ვერსია არსებობს: ერთი ის, რომ იგი მოკლეს და მეორე, რომ თითქოს თავი მოიკლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button