skip to content
ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას 30 ოქტომბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამსახურდია 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. პოლიციის ინფორმაციით, გამსახურდიამ თავის მეზობელს ესროლა და დაჭრა.

გამსახურდიას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს; მისი თქმით, უცნობმა მამაკაცმა მას თავში ჩაარტყა იმ ღამეს, როდესაც თბილისში მისი სახლის მახლობლად დანაშაული მოხდა. შედეგად, გამსახურდიამ გონება დაკარგა.

ცოტნე გამსახურდია შარშან სექტემბერში დააპატიმრეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დასდეს ბრალი; მიუხედავად იმისა, რომ 20 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ბრალდებები მის წინააღმდეგ არ მოხსნილა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button