skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ბრატისლავაში ნატოს შეხვედრას ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ბრატისლავაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელსაც ისინი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ალიანსის არაწევრი სახელმწიფოებიდან კოლეგებთან მართავენ.

საქართველო ნოემბერში ავღანეთში ქვეითთა ასეულს, ხოლო 2010 წელს ერთ ბატალიონს გააგზავნის. ქართველი ქვეითები საფრანგეთის ძალების, ბატალიონი კი აშშ-ის მეთაურობის ქვეშ იმსახურებს.

ბრატისლავაში 23 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ”ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი” და ”დადებითი ნაბიჯია” ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საქმეში.

”ჩვენ მივესალმებით ყოველგვარ წვლილს ავღანეთში ჩვენს მისიაში, რადგანაც სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ეს გვჭირდება. ამიტომ საქართველოს გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია; ჩვენ მივესალმებით მას,” – განაცხადა მან ნატოს თავდაცვის მინისტრების და არაწევრი სახელმწიფოებიდან მათი კოლეგების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button