skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ესპანეთში ახალი ელჩი ჰყავს

ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნათბილაძე გახდა. ეს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტარებმა ერთხმად მიიღეს.

ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

ნიკოლოზ ნათბილაძე ბოლოს საქართველოს ელჩი იყო აზერბაიჯანში, ხოლო მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და უშიშროების საბჭოში მუშაობდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button