
ახალი ამბები
სააკაშვილი ნიუ-იორკში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
ნატოს პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილმა და რასმუსენმა საქართველოში არსებული შიდა ვითარება განიხილეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იქვე აღნიშნა, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან და არ აყვეს პროვოკაციებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)