ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

საქართველოს ფეხფურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ”საკუთარი სურვილით” გადადგა.  

”საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არ უჩვენებია სახარბიელო შედეგი, თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ ჩვენ, აქედან გამომდინარე იყო გამოწვეული გულშემატკივართა უკმაყოფილება, რაც ბუნებრივი არის. აქედან გამომდინარე მე თავს უფლებას ვერ ვაძლევ შევინარჩუნო თანამდებობა, რომელიც მაქვს… და მივიღე გადაწყვეტილება ჩემი სურვილით დავტოვო ეს პოსტი,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც ”რუსთავი-2-ზე ”კურიერში” პირდაპირ ეთერში ჩართეს. 

პრესკონფერენციის დაწყებამდე ”კურიერში” გავიდა ვრცელი მიმოხილვა საქართველოს ნაკრების წარუმატებელი თამაშების შესახებ, სადაც ნაკრები მოხსენიებული იყო, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჰექტორ რაულ ”კუპერის გუნდი”.

ამასთან, ახალკაცის გადადგომამდე რამოდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია ”იმედმა” გადასცა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სფფ-ის მიერ გაწეულ ”არამიზნობრივ ხარჯებზე”.

მსგავსი/Related

Back to top button