
ახალი ამბები
ზუგდიდის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა
15 სექტემბერს ზუგდიდის რკინიგზის სადგურში ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედების შედეგად სამგზავრო მატარებლის ვაგონი დაზიანდა; ქართული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
ზუგდიდის მახლობლად რკინიგზაზე აფეთქება 6 სექტემბერსაც მოხდა, რის შედეგადაც ლოკომოტივი დაზიანდა; 10 ივნისს ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად კი ერთი ადამიანი დაშავდა.
This post is also available in: English Русский