skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ 7-8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, რათა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ”მნიშვნელოვანი საკითხები” განიხილოს, იტყობინება თურქეთის საგარეო უწყება პარასკევს.

დავუთოღლუ შეხვდება თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს.

”როიტერი” იტყობინებოდა 2 სექტემბერს თურქეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ თბილისში ვიზიტს გეგმავდა, რათა ქართულ მხარისთვის თურქული სატვირთო გემ "BUKET”-ის კაპიტნის გათავისუფლება ეთხოვა, რომელსაც აფხაზეთში უკანონო ნაოსნობისა და კონტრაბანდის ბრალდების გამო 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გემის თურქულმა ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ”BUKET”-ის დაკავება საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ იარაღის მუქარით საერთაშორისო წყლებში მოხდა.

”როიტერის” ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარუქ ოზუგერგინმა განაცხადა, რომ საქართველომ ”საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია”, რადგან "BUKET”-ის დაკავება საერთაშორისო წყლებში მოხდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button