ახალი ამბები

აფხაზური დელეგაცია ლათინურ ამერიკაში ვიზიტს გეგმავს

სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ლათინური ამერიკის ქვეყნებს  – ვენესუელას, კუბას, ბოლივიას და ნიკარაგუას ესტუმრება, იტყობინება ”აფსნიპრესი” რეგიონის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ნიკარაგუა მეორე ქვეყანაა რუსეთის შემდეგ, რომელმაც ერთი წლის წინ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ საქართველომ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
 

Back to top button