
ახალი ამბები
”როიტერი”: თურქეთი საქართველოს დაკავებული გემის კაპიტნის გათავისუფლებას მოსთხოვს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ თბილისში ვიზიტს გეგმავს, რათა ქართულ მხარეს თურქული სატვირთო გემ "BUKET”-ის კაპიტნის გათავისუფლება თხოვოს, რომელსაც აფხაზეთში უკანონო ნაოსნობისა და კონტრაბანდის ბრალდების გამო 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იტყობინება ”როიტერი” 2 სექტემბერს.
ამავე ცნობის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარუქ ოზუგერგინმა განაცხადა, რომ საქართველომ ”საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია”, რადგან "BUKET”-ის დაკავება საერთაშორისო წყლებში მოხდა.
ჯერ უცნობია თუ როდის აპირებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ჩამოსვლას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.