
ახალი ამბები
პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა
28 აგვისტოს მარიამობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 238 პატიმარი შეიწყალა, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, 169 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, 69-ს კი სასჯელი გაუნახევრდება.
სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში სასჯელაღსრულების დაწესებულებები პირობით ვადამდე ადრე 195 მსჯავრდებულმა დატოვა, ხოლო სექტემბერში ანალოგიური წესით დამატებით 400-მდე პატიმრის გათავისუფლება იგეგმება.