ახალი ამბები

შუალედური არჩევნები გაზაფხულზე გადაიწევს

შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში – ჩუღურეთი, გურჯაანი, ოზურგეთი –  27 სექტემბრის ნაცვლად 2010 წლის მაის-ივნისში გაიმართება.

შესაბამის ცვლილებას საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. საარჩევნო კოდექსში ასევე დროებით შეჩერდა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც შუალედური არჩევნების მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში გამართვას ითვალისწინებს.

ცესკოს მიერ უკვე დანიშნული შუალედური არჩევნების გადადება ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატებმა იმ მოტივით მოითხოვეს, რომ აღნიშნული არჩევნები, ისევე როგორც მომავალი წლის 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს რეფორმირებული საარჩევნო კოდექსით, რაზეც მუშაობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

შუალედური არჩევნების ახალ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაზაფხულისთვის ხელახლა განსაზღვრავს.

Back to top button