skip to content
ახალი ამბები

სოლანა: სიტუაცია ადგილზე მშვიდი რჩება

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ იგი დაარწმუნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში, რომ სიტუაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ”საერთო ჯამში მშვიდი” რჩება.

7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სოლანამ აღნიშნა, რომ ”გარკვეული დაძაბულობა” აგვისტოს წლისთავის მოახლოებასთან ერთად იყო ”საჯარო განცხადებების და სავარაუდო ძალადობრივი ინციდენტების” შედეგი.

”ევროკავშირის მისიამ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება სავარაუდო ინციდენტებთან დაკავშირებით გაკეთებული იმ სხვადასხვა განცხადებების გასამყარებლად, რომელიც ბოლო დღეეების მანძილზე გაკეთდა,” – განაცხადა სოლანამ. ”ევროკავშირის მისიის შესვლა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს კიდევ უფრო დაეხმარებოდა ნდობას და ინციდენტების აღკვეთას”.

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა 6 აგვისტოს, რომ გააძლიერა პატრულირება სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდებარე ტერიტორიებზე შარშანდელი აგვისტოს ომის წლისთავის მოახლეობასთან ერთად.

3 აგვისტოს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა მოუწოდა მხარეებს ”თავი შეიკავონ რაიმე განცხადების ან ქმედებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე დროს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button