ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის სეპარატისულ მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ედუარდ კოკოითის წარდგინებით დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად ვადიმ ბროვცევი დაამტკიცა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და  მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით, ვადიმ ბროვცევი 2005 წლიდან სამშენებლო კომპანიის  ”ვერმიკულიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულ გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, ეს კომპანია სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის მსხვილ ობიექტებს აშენებს.

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 3 აგვისტოს მოაწერა ხელი განკარგულებას სეპარატისტული მთავრობის თავმჯდომარის ასლანბეკ ბულაცევის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რის მიზეზადაც ბულაცევის ”ჯანმრთელობის მდომარეობა” დაასახელა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button