
სააკაშვილი მიესალმა ბელარუსის პოზიციას სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ბელარუსის პოზიციას გააფრთხილოს თავისი მოქალაქეები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში უკანონო ჩასვლის წინააღმდეგ.
24 ივლისს მმართველი პარტიის დეპუტატებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის ძალიან თამამი გადაწყვეტილება”.
”მთლიანად შეიცვალა სიტუაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში,” – განაცხადა მან. მე არ შემიძლია არ მივესალმო ბელარუსის ძალიან თამამ გადაწყვეტილებას აუკრძალოს თავიანთ მოქალაქეებს საქართველოს კანონების დარღვევა და გააფრთხილოს ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ შესვლის თაობაზე”.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა 22 ივლისს: ”ნებისმიერი შესვლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ნებართვის გარეშე იკრძალება და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ ჩვენ მოქალაქეებს გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობის ეს დებულებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავიანთი მოგზაურობის დაგეგმვის დროს”.
”მე ვფიქრობ, არის დრო, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში მოხდეს ბელარუსის დაჩქარებული რეინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ რამდენჯერმე გადაწყვეტ მომენტებში როგორ იმოქმედა ბელარუსის მთავრობამ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
23 ივლისს ბელარუსის საკუნსულო სამსახურის იგივე თანამშრომელი შეეცადა დაეკნინებინა ამ გაფრთხილების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მედიამ აშკარად გადაჭარბებული ინტერესი გამოიჩინა ამ საკითხზე. მისი თქმით, საგარეო უწყებამ საჭიროდ ჩათვალა ამგვარი განმარტება გაეკეთებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლის გამო საქართველოში ორი ბელარუსი მოქალაქის დაკავების შემთხვევების შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)