ახალი ამბები

ამერიკული სამხედრო გემი “სტაუტი” ბათუმის პორტში შევა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გემი “სტაუტი” 14 ივლისს ბათუმის პორტში შევა, რათა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან ერთობლივ წვრთნებში, განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. 

”რეგულარული ვიზიტები ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების სურვილს, ხელი შეუწყოს შავ ზღვაში რეგიონულ და საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას,” – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

გემი “სტაუტი” ბათუმის პორტს 17 ივლისს დატოვებს და 19 ივლისამდე ფოთის პორტში დარჩება.

”ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის გამტკიცებას ისახავს მიზნად,” – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button