
ახალი ამბები
ორფოლოს პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახლადშექმნილი ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა დღეს ორფოლოს პოლიგონზე.
ბატალიონის, რომელიც ორი თვის წინ თავდაცვის მინისტრის ხედვის საფუძველზე შეიქმნა, მოქმედების სცენარი ითვალისწინებდა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისგან თავდაცვას.
”ასეთი ტიპის ქვედანაყოფი აქამდე ჩვენ არ გვყოლია, ეს არის ანტისატანკო ტიპის ქვედანაყოფი და მე კმაყოფილი ვარ ამ სწავლებით,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ, ”ეს სწავლებები გაგრძელდება”.