ახალი ამბები

პრეზიდენტი მხარს უჭერს ზურაბიშვილის სურვილს გახდეს შს მინისტრის მოადგილე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ”მხარს დაუჭერდა” ოპოზიციური საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის სურვილს დაიკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილის თანამდებობა.

მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის 10 ივნისის შეთავაზებას დღეს ზურაბიშვილმა თანხმობით უპასუხა და განაცხადა: ”დავჯდები შიგნით იმ კრიმინალების ბუდეში”.

”დღეს თქვა ერთმა, საკმაოდ რბილად რომ ვთქვათ, რადიკალურმა მოღვაწემ, რომ მზად არის გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრი მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში ალბათ, და ჩვენ ამას, მე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამშრომელი, როგორც მეუბნებიან, არის ამ წინადადებით ცოტა დაშოკილი, მე ამას სიამოვნებით დავუჭერდი მხარს,”- განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტოს უმრავლესობასთან სატელევიზიო შეხვედრაზე, რომელიც შსს-ის შენობაში შედგა.

მსგავსი/Related

Back to top button