ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე ”სასტიკადაა” ნაცემი

ზურაბ აბაშიძე, ალიანსი საქართველოდან ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი, სასტიკადაა ნაცემი დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი შეტაკების დროს.

”არის ცხვირის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ჰემოსინუსიტი, ე.ი. ქალას დანამატ ღრუებში არის სისხლი ჩაღვრილი, აი ასეთი დაზიანებები აღმოვაჩინეთ”- განაცხადა ღუდუშაური სახელობის კლინიკის ექიმმა, სადაც იმყოფება ამჟამად ზურაბ აბაშიძე.

სატელევიზიო კადრებში ჩანს მისი ცემისაგან დეფორმირებული სახე და სისხლიანი პერანგი.

”თავს დაგვესხნენ და უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა. ეს არის სისხლიანი ხელისუფლება,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ეს დამთავრდება ამ ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად”. 

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიითა და სისასტიკით და მოუწოდა ელჩებს რეაგირებისაკენ.

”მე მივმართავ ელჩებს ტეფტს, ფურნიეს და ყველა ელჩს გააკეთონ ახლა შესაბამისი განცხადება. ეს იყო მათ მიერ წაქეზებული ქმედება სააკაშვილის და მერაბიშვილის მხრიდან, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიან პროტესტს მათ შეაგებეს ხელკეტები და აგრესია,”- განაცხადა გამყრელიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button