skip to content
ახალი ამბები

მხარეები ინციდენტების პრევენციის მექანიზმებს განიხილავენ

ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები, ასევე რუსული ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს ხელშეწყობით 29 აპრილს მეორე შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარე სოფელ დვანში გაიმართება, იტყობინება ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში.

მეორე შეხვედრა თავდაპირველად თვის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსური მხარე შეხვედრის ადგილზე არ დათანხმდა. 

მსგავსი/Related

Back to top button