ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის განცხადებებს ”აბსურდულს” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხების უკან, სავარაუდოდ, მოსკოვი დგას არის თბილისის კიდევ ერთი ”ანტი-რუსული ხრიკი”.

”პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უსაფუძვლოდ გვადანაშაულებენ ჩარევაში [საქართველოს შიდა საქმეებში]”. დამახასიათებელია, რომ ყოველ ჯერზე ეს ბრალდებები სულ უფრო აბსურდული ხდება,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 5 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ყველაფერი ითქვა, მაგრამ იმის მტკიცებამდე, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას ქართული შეიარაღებული ძალების დახმარებით, საქმე არ მისულა,” – ნათქვამია განცხადებაში, ”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთი პრინციპულად არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში… თბილისის ხელისუფლება უკონტოლო შიდაპოლიტიკურ პროცესებს ქართულ საზოგადოებაში ხსნის, როგორც გარეშე მტრის, რუსეთის, ინტრიგას. ეს არ არის შესაფერისი მეთოდი საკუთარი საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშ კავკასიის რეგიონში”.      

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button