ახალი ამბები

პატრიარქის მოწოდება ”არასწორად იყო ინტერპრეტირებული” – ბესელია

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა დღეს მომიტინგეებს პარლამენტის წინ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება შენდობის ლოცვისკენ ”არასწორად იყო ინტერპრეტირებული”.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 28 აპრილს ქვეყნის მასშტაბით შენდობის დღედ გამოაცხადა. ”მე მინდა მივმართო  ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მოვიდნენ ტაძრებში და ყველამ ერთად უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები,” – განაცხადა ილია მეორემ 26 აპრილს ქადაგებისას.

ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქის სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ ტაძარში შენდობის ლოცვების დროს.

”ეს ერთგვარად იქნა არასწორად ინტერპეტირებული, თითქოს ახლა ჩვენ და ხელისუფლება ერთად უნდა ვიდგეთ სამების ტაძარში,” – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას ეკა ბესელიამ, ”ჩვენ დავეკითხეთ მის უწმინდესობას, საპატრიარქოს და სწორედ საპატრიარქოსთან შეთანხმებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ აქ საინფორმაციო მიტინგის შემდგომ ყველანი, აქვე ქაშვეთის ტაძარში გადავინაცვლებთ და აქ დავესწრებით 6 საათზე ლოცვას”.

Back to top button