
შსს: ოპოზიციის საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განუცხადა დღეს ჟურნალისტებს, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობანია.
მისი თქმით, პოლიციის შეფასებით დაახლოებით 25 000 ადამიანია აქციაზე მისული – თუმცა, რეალური რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებელი, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე ოპოზიციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანია მისული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო შიდა ქართლის რეგიონში ოპოზიციის 60 აქტივისტის დაკავების ფაქტი. ნინო ბურჯანაძის პარტიამ განაცხადა მანამდე, რომ შიდა ქართლში მისი პარტიის აქტივისტები დააკავეს.
საქართველოს მთავრობამ სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სპეციალური პრეს-ცენტრი გახსნა უცხოელი ჟურნალისტებისთვის. ჟურნალისტებისთვის ბრიფინგებს ეკა ზღულაძე ატარებს. ამასთანავე, ვებგვერდის Facebook and Twitter (www.twitter.com/govtofgeorgia) საშუალებით მთავრობა მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.