
ახალი ამბები
ევროკავშირი აქციების მოახლოებასთან ერთად თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ჩეხეთმა 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ასევე 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ”იმოქმედონ პასუხისმგებლობით და მშვიდობიანად და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება საზოგადოებრივი წესრიგისა და შესაბამისი კანონმდებლობის დასაცავად”.
”თავმჯდომარე ქვეყანა ხაზს უსვამს, რომ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნების მიერ გაზიარებული ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. [ევროკავშირის] თავმჯდომარე ქვეყანა აცხადებს, რომ ქართველ ხალხს შეუძლია სარგებელი მიიღოს პოლიტიკური პლურალიზმით და კონსტრუქციული დიალოგით მთავრობას და ოპოზიციას შორის,”- ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)