ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს

რამოდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა 25 ნოემბერს პარლამენტის წინ "სახალხო კრებად“ წოდებულ საპროტესტო აქციაზე. 

2009 წლის გაზაფხულზე მიმდინარე ქუჩის აქციების შემდეგ ეს ოპოზიციის ყველაზე მსხვილი აქციაა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შეკრება დღის 12 საათიდან დაიწყეს და რამოდენიმე საათში რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეტა. 

აქციაში მონაწილეობას იღებს "სახალხო კრების" რამოდენიმე ათასი დელეგატი, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, რაიონებში შეირჩა. ორგანიზატორთა თქმით, ისინი დაახლოებით 12 000 დელეგატს ელიან აქციაზე, რომელთა უკანაც, მათი თქმით, ხელმოწერებით დადასტურებული ასიათასობით მოქალაქე დგას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქციაში ასევე მონაწილეობენ იმ ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ინიციატივას, თუმცა საბოლოო ჯამში შეუერთდნენ მას – ერთ–ერთი ასეთი პარტიაა ეროვნული ფორუმი.

აქციაში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აქცია იმ პროცესის დაწყების მანიშნებელია, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით დასრულდება. მათი თქმით, "სახალხო კრების" შემდგომი ქმედება აქციის მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.

იმ ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, გარდა კონსერვატიული და ხალხის პარტიისა, რომლებმაც მაისის ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უარი თქვეს სახალხო კრებასთან შეერთებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button