Placeholder canvas
ახალი ამბები

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გმობს დვანის ინციდენტს

შსს-ის  მიერ გავრცელებული კადრი, რომელზეც აფეთქების შედეგად დაზიანებული პოლიციის ”პიკაპი” ჩანს.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა მკაცრად დაგმო 29 მარტს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთით მდებარე სოფელ დვანში მომხდარი აფეთქებები, რომლის დროსაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა.   

”ამგვარი ინციდენტები კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ისედაც მყიფე გარემოში,” – განაცხადა მან, ”საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს გამოძიებას, მაგრამ ნაკლებად საეჭვოა, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა”.    

მან ასევე განაცხადა, რომ ინციდენტმა ხაზი გაუსვა ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტების აღკვეთის და მათზე რეაგირების მექანიზმების განხორციელების საჭიროებას.

”ისინი ასევე ხაზს უსვამენ ეუთოს სამხედრო დამკვრვებლების რეგიონში ყოფნის მნიშვნელობას, რომელთაც შეუძლიათ აკონტროლონ ეს ინციდენტები და სანდო ინფორმაცია გააკეთონ მათზე,” – დასძინა მან.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქარელის რაიონის სოფელ დვანთან  პატრულირებისას,  მიმართულებით ნაღმზე  აფეთქდა პოლიციის ”პიკაპის” ტიპის ავტომანქანა, პოლიციელი ბადრი ჯიოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. აფეთქებიდან ცოტა ხანში ორი პოლიციელი გაიგზავნა შემთხვევის ადგილას დახმარების აღმოსაჩენად. მათი მისვლის შემდეგ ამოქმედდა ასევე მიმართულებითი ნაღმი და დაიჭრა ადგილზე მისული ორივე პოლიციის თანამშრომელი.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის თქმით, პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირველი აფეთქება გამოიწვია გაბმულმა მავრთულმა. 

”ამრიგად, თავდამსხმელების მიერ პოტენციური მსხვერპლის გამორჩევა არ მომხდარა და სამიზნე შესაძლოა ნებისმიერ მანქანა ყოფილიყო,” – განაცხადა მან, ”შემზარავია ის ფაქტი, რომ მეორე აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც პირველი მანქანის საშველად მიდიოდნენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button