ახალი ამბები

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

მისი ამ თანამდებობაზე 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა ისედაც ამოიწურა, თუმცა მან დღეს პრეტენზია გამოხატა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ არაკოორდინირებული მუშაობის გამო. მისი თქმით, დევნილების რესურსი არ იყო სათანადოდ გამოყენებული ხელისუფლების მიერ.

იმავდროულად, მჟავიამ უარყო მისი ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანების გეგმები და განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში  – საქართველო და დიასპორა – გააგრძელებს მუშაობას. 

Back to top button