Placeholder canvas
ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გახდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. ქადაგიძე ორი დღის წინ დაამტკიცა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად – ორგანოში, საიდანაც ხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ამ დრომდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებდა, რადგან ეს პოსტი 2007 წლის სექტემბრიდან ვაკანტური იყო, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თანამდებობა ”პოლიტიკური გარემოებების” გამო დატოვა.

29 წლის გიორგი ქადაგიძე 2008 წლის აპრილიდან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი იყო. 2007 წლის ნოემბერში კი, როცა ის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეროვნულმა ბანკმა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ”სტანდარტ ბანკის” დრობითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.

2006 წლის მარტიდან 2007 წლის ივლისამდე გიორგი ქადაგიძე, ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განპროკურორობის პერიოდში, პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ედგა სათავეში, მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო უფრო ადრე – 2005 წელს – თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button