skip to content
ახალი ამბები

ბაკოიანისმა და კლინტონმა ეუთოს საქართველოში დარჩენის შესახებ იმსჯელეს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა, რომ 26 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ეუთოს დარჩენის საკითხზეც იმსჯელეს.  

”მე მივესალები იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ძლიერად უჭერს მხარს ეუთოს, კერძოდ ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში, კრიზისის წინ, მის განმავლობაში და მის შემდეგ,” – განაცხადა ბაკოიანისმა, ”ჩემი საუბრებიდან სახელმწიფო მდივანთან კლინტონთან და სხვებთან ვაშინგტონში ნათელია, რომ არსებობს ფართო შეთანხმება იმაზე, რომ ეუთოს ყოფნა რეგიონში ახლა ყველაზე უფრო მეტად საჭიროა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button