ახალი ამბები

საქართველოს გზის ლიდერი პრეზიდენტს მოუწოდებს 9 აპრილამდე გადადგეს

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს 9 აპრილამდე მისცა ვადა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

“მე მინდა საზოგადოებას პირობა მივცე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილამდე არ გადადგება, გამოვალთ და არ დავიშლებით მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა 23 თებერვალს.

მან პრესკონფერენცია მას შემდეგ მოიწვია, რაც ირაკლი ალასანიას, ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ახლადშექმნილმა ალიანსმა სააკაშვილს წაუყენა ულტიმატუმი დანიშნოს 10 დღეში რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ.

ზურაბიშვილის ინფორმაციით, ის პარტიები, რომელთაც ხელი მოაწერეს მისი ინიციატივით შექმნილ სამ-პუნქტიან დეკლარაციას, ცალკ-ცალკე გააკეთებენ განცხადებებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

12-მა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა, 29 იანვარს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითხოვს: გადადგეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან, ჯერ დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნები და შეიქმნას სათანადო პირობები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

მსგავსი/Related

Back to top button