skip to content
ახალი ამბები

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები კავკასიის უსაფრთხოების შესახებ

რუსეთს და თურქეთს სურთ გააძლიერონ უსაფრთხოება კავკასიაში და ითანამშრომლონ ამ მიზნით ”დამატებითი” ზომების უზრუნველსაყოფად, განაცხადეს თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოსკოვში 13 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ.

”ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან გააძლიერონ უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში და სათანადო უსაფრთხოება უზრუნველყონ შავ ზღვაზე. ამ კუთხით ჩვენ სრული სოლიდარობა გვაქვს მთელ რიგ საკითხებზე, რამაც შესაძლოა გააძლიეროს ეს უსაფრთხოება,” – განაცხადა მედვედევმა თავის თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”აგვისტოს კრიზისმა გასულ წელს დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინაცია რეგიონის ყველა ქვეყანას შორის, როდესაც ამგვარი საფრთხე ჩნდება; და ასევე გვიჩვენა, რომ ჩვენ ასეთი პრობლემების მოგვარება თავად, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე შეგვიძლია,” – დასძინა მან.

ორი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში წერია: ”ვაღიარებთ რა, რომ ევრაზიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია სტაბილურობასთან სამხრეთ კავკასიაში, მხარეები [თურქეთი და რუსეთი] ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა ეფექტური ზომების მიღება გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად, რაც პოტენციურ მადესტაბილიზირებელ ელემენტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიისთვის. ამ კონტექტსში, მხარეები მივიჩნევთ თურქეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას კავკასიის სტაბილურობის და თანამშრომლობის პლატფორმის თაობაზე, როგორც კონსტრუქციულს და უკვე არსებული საერთაშორისო მექანიზმების დამატებად, რომელსაც შესწევს უნარი გაყინული კონფლიქტების მხარეებს შორის არსებული ნდობის ნაკლებობა აღმოფხვრას”.     

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button