
კახა ბაინდურაშვილის ბიოგრაფია
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი კახა ბაინდურაშვილი დაიბადა 1978 წლის 26 სექტემბერს თბილისში.
2007 წლის მარტიდან ეკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.
2006 წლის ივნისიდან 2007 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
2002-2004 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტად.
2000-2002 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
1999-2000 წლებში მუშაობდა სააგენტოში ”პრაიმ-ნიუსი” რედაქტორის თანამდებობაზე.
კახა ბაინდურაშვილი 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისის პერიოდში სწავლობდა უილიამს კოლეჯში – უილიამსთაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ, (Williams College, Williamstown, MA, USA), მიღებული აქვს განვითარებადი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.
სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 1998-2000წ მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, 1995-1998წ – ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი.