ახალი ამბები

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ვირუსული ინფექციით გამოწვეული მაღალი სიცხით გუშინ საღამოს იქნა ჰოსპიტალიზებული, სტაბილურია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა 28 იანვარს.

”არაფერი საშიში არ არის,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შესაძლოა, პატრიარქი დღეს საღამოსვე გაწერონ თოდუას სახელობის კლინიკიდან.

Back to top button