ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებლების სიახლოვეს ცეცხლი გაიხსნა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისი ერთ-ერთი საპატრულო ჯგუფის მახლობლად 27 იანვარს განხორციელებული სროლის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ოძისთან, ქართული საგუშაგოს მახლობლად მოხდა, ნათქვამია  ევროკავშირის დამკვირვებელთა განცხადებაში.

”მოცემული ინციდენტი სრულიად მიუღებელია. ჩვენი დამკვირვებლები არ არიან შეიარაღებულნი და უფლება აქვთ შეუფერხებლად განახორციელონ პატრულირება,”- განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიოგ ჰაბერმა, ”ეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევაა, რომელიც ყველა მხარეს ძალის გამოყენებას უკრძალავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისაგან.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button