ახალი ამბები

მედვედევი სეპარატისტულ რესპუბლიკებთან საზღვრების დადგენას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ”აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან” საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის დავალება გასცა, იტყობინება კრემლი.

ამავე ცნობით, ეს ფუნქცია მედვედევმა დააკისრა ალექსანდრე გოლოვინს, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

საქართველომ დსთ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

 

Back to top button