
ახალი ამბები
ქართული და ირანული მხარეები პოლიტიკურ კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოჯთაბა დამერჩილუმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
”მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ 2009 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე,”- იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.
დღესვე გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იეჟშტრაბი; ლიტვის ელჩი მეჩის ლაურინკუსი; და იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი.