
ახალი ამბები
კოკოითმა რუსეთში ელჩი დანიშნა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 13 იანვარს რუსეთში ელჩად დიმიტრი მედოევი დანიშნა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციის სამინისტრო.
მედოევი ბოლო წლებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლად მუშაობდა მოსკოვში.
ცხინვალის ინფორმაციით, ახალი ელჩი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს რწმუნებათა სიგელებს 15 იანვარს გადასცემს.
რუსეთმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატური ურთიერთობები სექტემბერში მას შემდეგ დაამყარა, რაც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა.
სოხუმმა რუსეთში ელჩად იგორ ახბა დანიშნა.