
ახალი ამბები
სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი დღეს ღამე აღდგება – ხეთაგური
სომხეთში რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტი საქართველოს გავლით დაგეგმილ ვადაში 13 იანვარს აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განუცხადა.
“გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასასრულს უახლოვდება და ტრანზიტი, სავარაუდოდ, დღეს ღამე აღდგება,” – განაცხადა ხეთაგურმა.
გარდაბნის რაიონში 1000 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო საქართველომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი 9 იანვარს დილიდან შეწყვიტა. მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა იმ დღესვე განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და გაზის მიწოდება სომხეთს 5 დღეში აღუდგებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)