
ახალი ამბები
ლილოს ბაზრობაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თბილისის ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით ექვსმა ადამიანმა, მათ შორის მეხანძრეებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს, იტყობინება ქართული მედია.
ხანძარი ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს დილით გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მალევე გავრცელდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მის ბოლომდე ლიკვიდირებას ცდილობენ მეხანძრეები.
ხანძრის შედეგად დაიწვა მოვაჭრეთა ჯიხურები. მათი განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია.