We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძემ კულტურის მინისტრობაზე უარი თქვა

ზურაბ აბაშიძემ, რომელიც 2004 წლის დასაწყისამდე საქართველოს ელჩი იყო რუსეთში, უარი თქვა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე.

მისი თქმით, პრემიერი-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი მის უარს “გაგებით” შეხვდა.

თუმცა, აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს საკუთარი სამსახური შესთავაზა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა ამ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

იმავდროულად, ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 5 დეკემბერს, რომ მან გადაწყვიტა დანიშნოს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარაშვილი “ჩემი, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლად”. მენაღარაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში მსახურობდა 1995-2003 წლებში.

6 დეკემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა საკითხებთან ერთად მათთან მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები განიხილა.   

This post is also available in: English Русский

Back to top button