skip to content
ახალი ამბები

ტყეშელაშვილი დიდ ბრიტანეთს სტუმრობს

24-26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს.

საგარეო უწყების ცნობით, ტყეშელაშვილი შეხვედრებს გამართავს გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრთან კეროლინ ფლინტთან, პარლამენტის წევრთან ბრიუს ჯორჯთან და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ჩრდილოვან მდივანთან უილიამ ჰეიგთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ინტერვიუები წამყვან მედია საშუალებებთან.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ 24 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და მოსკოვში ბრიტანეთის ელჩმა ანა პრინგლმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

”აქცენტი გაკეთდა დაძაბულების შემცირების საჭიროებაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში და ასევე კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თაობაზე ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგებზე,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

მსგავსი/Related

Back to top button