
’სააკაშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს’ – მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ განაცხადა, რომ მას არანაირი კონტაქტი არ ექნება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.
”ჩვენ მათ ქმედებებს განვიხილავთ, როგორც დანაშაულებრივს, ვფიქრობთ, რომ მათ და პირადად ამ სახელმწიფოს ლიდერმა ამის გამო პასუხი უნდა აგონ ”- განაცხადა მან 18 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ”მაგრამ ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ვის ანდონ ხელისუფლება და ვის ჩამოართვან”.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი უარყოფითად არ აისახება ხალხებს შორის ურთიერთობაზე.
ანალოგიური განცხადება მედვედევმა რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)